პროექტის მიზანი
ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას საზოგადოებრივ კვების ობიექტებში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით.
პროექტის ამოცანები
გამოიკვლიოს და შეაფასოს რამდენად ეფექტურია სურსათის უვნებლობის მიმართულებით მოქმედი კანონი/რეგლამენტები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევები ბიზნესოპერატორების დარღვევებთან/შეუსაბამობებთან მიმართებაში;
კვლევის შედეგების გავრცელება და სურსათის უვნებლობის კონტროლის ეფექტურობის საკითხის ადვოკატირება.
დაწყების თარიღი: 04.2023
დასრულების თარიღი: 03.2024
დონორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
სამიზნე რეგიონი: ქვემო ქართლი, კახეთი
პროექტის ფარგლებში ასოციაციამ გამოიკვლია ქვემო-ქართლსა და კახეთში მდებარე 500 საზოგადოებრივი კვების ობიექტის მდგომარეობა სურსათის უვნებლობის მხრივ, რომელზე დაყრდნობითაც შექმნა კვლევის ანგარიში და რეკომენდაციების დოკუმენტი. კვლევის ანგარიშში აღწერილია კვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები: რამდენად იცავენ ბიზნეოპერატორები სურსათის უვნებლობის სტანდარტებს, რამდენად ეფექტურია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლი და ამ მიმართულებით მოქმედი კანონი/რეგლამენტები, რამდენად სრულდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების თავი 4 და დანართი IV-XII "სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები". კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაიცა 8 რეკომენდაცია, რომლებიც გამოვლენილი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.
პროექტის თითოეული პირდაპირი ბენეფიციარის გამოწვევა/საჭიროება დაფიქსირდა კვლევის ანგარიშში და მომზადდა შესაბამის ორგანოსთან მიმართებაში რეკომენდაციები.
პროექტი განხორციელდა ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’ (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებდა კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).