,,ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია” 2020 წლის მარტში, ორმა ახალგაზრდა, თანამოაზრემ დავაარსეთ.
ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების საშუალებით წლების განმავლობაში საკუთარი ძალებით ვცდილობდით პოზიტიურად შეგვეცვალა ახალგაზრდებთან დაკავშირებული და აგრარული სექტორის გამოწვევები. ამ მცდელობაში გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი ინტერესთა კვეთის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეარსებინა ასოციაცია და ერთობლივი ძალებით, უფრო ეფექტურად გვეპასუხა ახალგაზრდების პრობლემებისა და აგრო-სექტორში წარმოქმნილი გამოწვევებისთვის.
ჩვენ ვართ ახალგაზრდული ასოციაცია, რომლის მთავარი მიზნებია:
ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის გაზრდა სოფლის მეურნეობაში;
ცნობიერების ამაღლება და იდეების მხარდაჭერა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში;
თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია;
სოფლის მეურნეობის სექტორის პოპულარიზაცია;
აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირთა ინტერესების დაცვა და ადვოკატირება სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებში;
ბიო წარმოების ხელშეწყობა;
აგრარულ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების კვლევა და მათ გადაჭრაზე მუშაობა;
სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის სასწავლო-საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება და კოორდინაცია;
სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა.